Yandex Go-ს აპლიკაციის მომხმარებლებს ახლა უკვე თბილისში შეეძლებათ, შეუკვეთონ არა მხოლოდ მგზავრობა ან მიწოდება ქალაქში, არამედ საკვები რესტორნებიდან და მაღაზიებიდან. აპლიკაციაში უკვე შეგიძლიათ, იპოვოთ კერძებისა და ნივთების შეთავაზებები 150 რესტორნიდან, კაფედან და მაღაზიიდან.
განყოფილებაში „კვება“ Yandex Go-ს მომხმარებლები კერძების ფართო არჩევანს, ბევრისთვის უკვე ნაცნობ აპლიკაციაში მიიღებენ. იმისათვის, რომ არჩევანის გაკეთება მოსახერხებელი იყოს, სერვისი შემოგთავაზებთ უახლოეს დაწესებულებებს ყველაზე სწრაფი მიწოდებით, ასევე ხელმისაწვდომი იქნება საინტერესო რესტორნები და კაფეები მათთვის, ვისაც რაიმე ახლის გასინჯვა სურს; განყოფილებაში „მაღაზიები“ კი, შესაძლებელი იქნება სასურსათო და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა, როდესაც თქვენ არ გაქვთ დრო, რომ თავად წახვიდეთ მაღაზიაში.
სანამ მომხმარებელი შეკვეთას ელოდება, აპლიკაცია შეკვეთის სტატუსს აჩვენებს. შეკვეთა შესაძლებელია ონლაინ გადახდით
ხოლო მიტანა ხდება Yandex Go-ს პარტნიორების მიერ, საშუალოდ, 30 წუთის განმავლობაში.
ადგილზე მიტანის სერვისს ახორციელებენ სერვისის პარტნიორები ლოგისტიკური სერვისებიდან და თავად რესტორნების კურიერები. როგორც წესი, კურიერები შეკვეთებს ასრულებენ ველოსიპედით, მანქანით ან მოპედით.
Yandex Go-ს აპლიკაცია და მარკეტინგული შესაძლებლობები სერვისის პარტნიორებს – რესტორნებს, კაფეებსა და მაღაზიებს – დაეხმარება, გაზარდონ თავიანთი აუდიტორია და მიიღონ გაყიდვების ახალი ხაზი. სერვისის გამოცდილებამ სხვა ქვეყნებში აჩვენა, რომ Food-თან თანამშრომლობით რესტორნების გაყიდვების ზრდა 20%-მდე მერყეობს.
პირველი სამი თვის განმავლობაში საკვების შეკვეთისას იმოქმედებს აქცია, რომლის ფარგლებშიც არსებული მომხმარებლებისთვის მიწოდება იქნება უფასო, ხოლო პრომო კოდით – SAKVEBI – ახალი მომხმარებლებისთვის, ხელმისაწვდომი იქნება ფასდაკლება: 24 ლარიდან ზემოთ შეკვეთის ღირებულებას დააკლდება 12 ლარი.
იმისათვის, რომ შეუკვეთოთ საკვები ან სხვა პროდუქტი Yandex Go-ში, უნდა განაახლოთ აპლიკაცია ბოლო ვერსიამდე, ან გადმოწეროთ App Store-დან, ან Google Play-დან, თუკი მანამდე არ გქონდათ იგი დაყენებული თქვენს მოწყობილობაზე.