leaderboard_below_slide
left_sabechdi

ფრანგული TOP 14-ის თვის სიმბოლურ ნაკრებში 2 ქართველი მორაგბე მოხვდა

საფრანგეთის ტოპ 14-ის თვის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად 2 ქართველი მორაგბე მოხვდა. თებერვალში სხვებთან ერთად ტულონის ბურჯი ბექა გიგაშვილი და პოს მესამეხაზელი ბექა გორგაძე გამოარჩიეს.

32 წლის გიგაშვილმა გასულ თვეში ტულონელთა მაისურით 2 მატჩი ჩაატარა (ბორდოსთან და პოსთან) და ორივე შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო, ამასთან, ბორდოელებს ლელოც დაუდო.

რაც შეეხება გორგაძეს, მან თებერვალში 3 თამაშის ჩატარება მოასწრო: კასტრთან, ბორდოსთანა და ტულონთან. ისიც ყოველთვის სასტარტო XV-ეულში გახლდათ, ტულონთან კი საერთოდაც შეუცვლელად ითამაშა.

საფრანგეთის ჩემპიონატში მორიგი ტურის მატჩები 9-11 მარტს შედგება. ტულონი, რომელიც 41 ქულით მე-5 ადგილზეა, რასინგს ესტუმრება, მეშვიდეადგილოსანი პო (40 ქულა) ბაიონას უმასპინძლებს.

 

ასევე იხილეთ