leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოზარ სუბარი: როდესაც ზუსტად ვიცით, რომ ფული, რომელიც მოდის „ენჯეოზე“, იხარჯება პარტიული საქმიანობისთვის, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა

„რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს უფლება ერთდროულად იყოს პარტიის დამფუძნებელიც და „ენჯეოს“ დამფუძნებელიც, მაგრამ როდესაც ზუსტად ვიცით, რომ ფული, რომელიც მოდის „ენჯეოზე“, იხარჯება პარტიული საქმიანობისთვის, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ძალიან კარგად იციან დონორებმა, რომლებიც მსგავს პროექტებს აფინანსებენ.

„ეს არის ქართული სახელმწიფოს და იმ პრინციპების უპატივცემულობა, რაზეც დგას ქართული სახელმწიფო – ეს არის პირველ რიგში გამჭვირვალობა და დემოკრატიული ნორმების პატივისცემა. რაც შეეხება იმას, რაც მოხდა 1 წლის წინ, როდესაც ამ კანონთან დაკავშირებით მართლა საუკუნის აფერა გათამაშდა. ამ აფერამ 1 დღეც ვერ გაძლო და საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცოდა, რომ ეს არის ტყუილი. ამ თემაში ჩაერთნენ წარმოუდგენლად მაღალი რანგის პირები“, – აღნიშნა სუბარმა.

ასევე იხილეთ