leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაია ნიკოლეიშვილი: წადი, შვილო, გაერთე, პეპლები დაიჭირე, რა გინდა ამ წუმპეში?

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე წამყვან პოლიტიკურ ძალას აფასებს და მას პოლიტიკურად გაცვეთილს უწოდებს.

ექსპერტის აზრით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენი თავმჯდომარეც არ უნდა გამოიცვალოს, მას მაინც არ აქვს მომავალი.

„რამდენი ბოკუჩავაც არ უნდა დააყენონ წინ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ტაოტიანი „ვოლგა“, მას მომავალი არა აქვს! სიმართლე გითხრათ, მიკვირს თინა ბოკუჩავასი, სიცოცხლით სავსე გოგოა, წადი, შვილო, გაერთე, პეპლები დაიჭირე, რა გინდა ამ წუმპეში?“, – აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

მისივე შეფასებით, „ენმ“ პოლიტიკურად გაცვეთილია. თავისი ვაშაძეებით, ჭიაბერაშვილებით, ბარამიძეებითა და გოცირიძეებით მორალურად მოძველებულები არიან.

ასევე იხილეთ