დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს და ამბობს, რომ ოპოზიციამ ელექტორატი საერთოდ დაკარგა.
„ქართული ოცნება“ რომ გაიმარჯვებს, ამაში ორი აზრი არ არის! ე.წ. ოპოზიციონერებმა შეერთება- გაერთიანებებით შეცდომებს შეცდომები დაუმატეს. ისედაც არ ჰყავდათ ელექტორატი და სულ დაკარგეს. ძალიან უნდა მოინდომო კაცმა, ისეთი შეუთავსებელი გაერთიანება მიიღო, როგორიც „ლელო“ და მის ირგვლივ შემოკრებილი პარტიებია. მამუკა ხაზარაძე პიკასოს ნახატივით არის პოლიტიკაში. სრული აბსტრაქციაა მისი პოლიტიკური ნაბიჯები და საქმიანობა“, – აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.
წყარო: „ასავალ-დასავალი“