ჯაბა ხუბუა: ოჯახის სიწმინდის მიმართ სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება ცნობილია, “ჭუჭყიანი საცვლების” გამოფენას არ ვაპირებ
ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ის, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ და ოჯახურ ღირებულებათა დასაცავ კანონს ხელს რომ არ მოაწერდა. ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას აზრით, ეს საბოლოოდ მაშინ გახდა ცხადი, როცა პრეზიდენტი ტრანსგენდერი კესარიას პანაშვილზე თაიგულით ხელში მივიდა და სექსუალური პარტნიორის მიერ მოკლული ქალად გადაკეთებული კაცი, ლამის სამოქალაქო გმირად გამოაცხადა.
ხუბუას აზრით, სალომე ზურაბიშვილი ოჯახური ღირებულებების დასაცავ კანონს მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციისა და უცხოელი პარტნიორებისგან მიღებული დირექტივის გამო კი არა, პირადი მიზეზითაც არ მოაწერდა ხელს.
მისივე აზრით, მთავარი ის არის, რომ პარლამენტმა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნება
აღასრულა.
„ვინც ზურაბიშვილის ბიოგრაფიას მეტ-ნაკლებად მაინც იცნობს, ყველამ იცის, როგორია მისი დამოკიდებულება ოჯახური ღირებულებებისა და ოჯახის სიწმინდის მიმართ, თუმცა, ამაზე საუბარსა და „ჭუჭყიანი საცვლების“ გამოფენას ნამდვილად არ ვაპირებ. მთავარია, რომ პროპაგანდის ამკრძალავ კანონს პრეზიდენტის მაგივრად პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა ხელი და იგი ძალაში მიმდინარე წლის ბოლოს შევა! მთავარია, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიღებით, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნება აღასრულა!“, – წერს ჯაბა ხუბუა გაზეთ „ასავალ-დასავალში“.