ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პირადი პატიმრის, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, აწ-გარდაცვლილი სულხან მოლაშვილი მამა, თამაზ მოლაშვილი რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ ევროპარლამენტარებს მიმართავს და აცხადებს, რომ ისინი მკვლელების ბანდას იცავენ.
„ახლა მიექანება დემოკრატია უფსკრულისკენ, როცა ხალხს ციხეში აღარ აწამებენ, აღარ კლავენ და სააკაშვილის დროს ყვაოდა?
ბიძინა ივანიშვილია რუსი ოლიგარქი, დიქტატორი და სააკაშვილი – დემოკრატიის შუქურა?
რა უნდათ ამ შობელძაღლებს ჩვენს შიდა საქმეებში რომ ერევიან? ვის იცავთ, ამ მკვლელის ბანდას? გამისწორეთ თვალი და ისე მიპასუხეთ!
ათასგზის გავიმეორებ, ჩემი შვილი სააკაშვილის ინიციატივით აწამეს და მისმა რეჟიმმა მოკლა! იცით, რა ბრალდებით დააკავეს და აწამეს სულხანი? პრემიის სახით 27 200 ლარი რატომ დაარიგა თანამშრომლებსო? მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს, რომ ეს სააკაშვილი სურვილი იყო. ელენე თევდორაძე ცოცხალია და ჰკითხეთ, როგორ პირობებში იყო სულხან მოლაშვილი? როგორ აწვავდნენ სხეულზე სიგარეტებს. მეტრნახევრიან ბნელ საკანში, კოჭებამდე წყალში იჯდა სამი-ოთხი დღის განმავლობაში. დიახ, ეს იმ ხალხმა ჩაიდინა, ვისაც თქვენ უწევთ რეკომენდაციას ხელისუფლებაში მოსასვლელად. ამ ხალხმა საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქა იური ვაზაგაშვილი, ლავიწის ძვლები ჩაუმტვრია ჩემს შვილიშვილს მხოლოდ იმიტომ, რომ სულხან მოლაშვილი შვილი იყო. ორ გვამს პირდაპირ კამერების წინ ითხოვდნენ, იყო ტოტალური მოსმენები. რატომ არ ამოიღეთ ხმა, როცა სულხანი ციხეში აწამეს და გურამ შარაძეს შუაგულ თბილისში შუბლში ტყვია დაახალეს?!“, – აცხადებს თამაზ მოლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.