ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიური საფეხბურთო ჩემპიონატის სერია ა-ს სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ინფორმაცია სერია ა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
კვარაცხელია სექტემბრის საუკეთესო მოთამაშედ გულშემატკივარმა დაასახელა. გამოკითხვაში მან ისეთ ფეხბურთელებს აჯობა, როგორებიცაა „იუვენტუსის“ მცველი გლეისონ ბრემერი, „ბოლონიის“ თავდამსხმელი სანტიაგო კასტრო, „კომოს“ თავდამსხმელი პატრიკ კუტრონე, „ინტერის“ მცველი ფედერიკო დიმარკო და „მილანის“ ნახევარმცველი კრისტიან პულიშიჩი.
შესაბამისი ჯილდო კვარაცხელიას 26 ოქტომბერს „ნაპოლი“ – „ლეჩეს“ მატჩის დაწყების წინ გადაეცემა.