ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პირადი პატიმრის, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, აწ-გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის მამის, თამაზ მოლაშვილის აზრით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მაინც შეძლო და ხმა ამოიღო იმ უსამართლობის წინააღმდეგ, „რაც დღეს ქვეყნის შიგნით და გარეთ ხდება“.
„ახლა სხვა პოლიტიკური ვითარებაა, ნავსიც გატეხილია და მჯერა ბიძინა ივანიშვილი ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს! მას არც დამნაშავეების დასჯა დასიზმრებია, არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და არც „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა. იცის რა უნდა ხალხს და გააკეთებს კიდეც! თუმცა მარტო ერთი კაცი წინ ვერ აღუდგება ამხელა ბოროტებას. მის გვერდით უნდა დადგეს ხალხი. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ხელისუფლებაში მოსვლას კვლავ მკვლელები და მათი დამქაშები ლამობენ!
ღმერთმა ნუ ქნას, ისე წავიდეს ამ ქვეყნის საქმე, რომ თანამდებობებზე ნაციონალები დაბრუნდნენ. მერე ნახეთ თქვენ ომი და უბედურება, შავი სიები და დაჭერები, ისეთი სისხლის კალოს დააყენებენ, 37 წელი მონაგონი იქნება.
რაც არ უნდა განაწყენებული იყო „ოცნებაზე“, როგორ შეიძლება მოგიბრუნდეს ხელი და ნაციონალი შემოხაზო, გვარამია იქნება ეს, ხაზარაძე თუ რომელიმე სხვა, ყველანი სააკაშვილის კუდები არიან სულით და ხორცით, გამყიდველები და მოღალატენი“, – აცხადებს თამაზ მოლაშვილი.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი“.