leaderboard_below_slide
left_sabechdi

ქართველი სთრონგმენი ნიკა ლეკაიძე ევროპის „არნოლდ კლასიკის“ აბსოლუტური ჩემპიონია

ქართველმა სთრონგმენებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის ,,არნოლდ კლასიკის” ჩემპიონატში. ტურნირის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა ნიკა ლეკაიძე (+110 კგ). ის ერთადერთი სპორტსმენი იყო, რომელმაც ხუთივე მოძრაობა დაძლია. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, „არნოლდ კლასიკზე” ცალკეულ მოძრაობაში ბრინჯაოს მედალი გიორგი ონიანმა მოიპოვა, ოქროს მედალს კი ლაშა ჯოხაძე დაეუფლა.

ევროპის „არნოლდ კლასიკზე” ქართველი სთრონგმენები საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

ასევე იხილეთ