leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი რადიკალური ოპოზიციის ამომრჩევლის გასამართლებაზე: წარმოუდგენელია, ვისაუბროთ ამომრჩევლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, თუმცა ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება და მისცეს ხმა

“თავისთავად წარმოუდგენელია, რომ ვისაუბროთ ამომრჩევლის ამ მხრივ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, თუმცა ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელსაც ყველა ამომრჩეველი ატარებს და მნიშვნელოვანი არის, რომ არჩევნებზე ყველა ამომრჩეველმა ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება და მისცეს ხმა”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების შესახებ დასმულ კითხვას, რომ შესაძლებელია „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა დადგეს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დემოკრატიისთვის პრობლემაა, როდესაც კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედი პარტიები პოლიტიკურად აქტიური არიან. მისივე თქმით, სწორედ ამის გამო მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა განიხილოს „ნაციონალური მოძრაობის“ და იმ პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობა, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციას და ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი ორგანიზაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

“ზოგადად 2012-დან მოყოლებული, ჩვენ კვლავ ვდგავართ იმ რეალობის წინაშე რომ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკურად აქტიური, არჩევნებში იღებს მონაწილეობას და გარკვეულ მხარდაჭერას, ეს რა თქმა უნდა, არის პრობლემა ქართული დემოკრატიისთვის, როდესაც კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედი პარტიები არიან პოლიტიკურად აქტიური და ეძლევათ შესაძლებლობა, რომ გარკვეული გავლენა ჰქონდეთ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამიტომაც არის და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი დაპირება, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა განიხილოს „ნაციონალური მოძრაობის“ და იმ პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობა, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციას და ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი ორგანიზაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწად-ნახევარმა, მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ამომრჩეველს დაანახა, თუ ვისთან აქვს საქმე ამ პარტიების სახით. ესენი არიან პარტიები, რომლებიც იმ ბანერზე, რაც არის განთავსებული ფოტოები, ზუსტად ამ რეალობას უმზადებდნენ საქართველოს, დანგრეულ სკოლებს, მოედნებს, დანგრეულ ეკლესიებს, ამ მომავლისთვის სწირავდნენ ეს პარტიები ქართულ საზოგადოებას და რაც მთავარია, ამას ჰპირდებიან კიდევაც”,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ