რუსთაველის ფონდის გენერალურ დირექტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და KEK-ის წარმომადგენლებს შეხვდა
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაცია – KEK-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი თამარ ლომინაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი და უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის ლიდერი CERN-სა და KEK-ში, პროფესორი ზვიად წამალაიძე და KEK-ის პროფესორი, მეცნიერი სატოში მიჰარა.
შეხვედრაზე ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა სტუმრებს ფონდის მიმდინარე აქტივობები და სამომავლიო გეგმები გააცნო. იაპონური და ქართული მხარის წარმომადგენლებმა ურთიერთთანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე ისაუბრეს. KEK-ის პროფესორმა, სატოში მიჰარამ ქართველ მეცნიერებთან კავშირების გაღრმავების, მათი მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა.
ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა ყურადღება გაამახვილა ქართველ და იაპონელ მეცნიერებს შორის სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, რაც დიდწილად შეუწყობს ხელს ახალგაზრდა მეცნიერების პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.
შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივით გაიმართა.