leaderboard_below_slide
left_sabechdi

როგორ ვუმკურნალოთ ბრტყელტერფიანობას მოზარდებში?

ბრტყელტერფიანობა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ეს პრობლემა შეიძლება ტრავმას, სახსრის დაზიანებასა და რაქიტს უკავშირდებოდეს. თუმცა, მისი ყველაზე გავრცელებული ფორმა – სტატიკური ბრტყელტერფიანობაა, ანუ როდესაც ტერფს რეგულარული ჭარბი დატვირთვა აქვს. შეიძლება ეს წონის მატებასთან ან პროფესიულ საქმიანობასთანაც იყოს კავშირში. ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია:

  • ფიზიკური აქტივობის და შრომისუნარიანობის დარღვევა;
  • სიარულის მანერის შეცვლა;
  • წონაში მატება და სხვ.

ბრტყელტერფიანობა სხვადასხვა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს. ახალშობილებში და მცირეწლოვან ბავშვებში ეს პრობლემა არ არის საგანგაშო, რადგან ტერფის თაღი ამ პერიოდში ყალიბდება. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად ეს პრობლემა პროგრესირებს და შესაძლოა ხერხემლისა და კიდურების სხვადასხვა დეფორმაციაც კი გამოიწვიოს. ამიტომ, საჭიროა, თავიდანვე ჩატარდეს ტერფის კვლევა და მკურნალობა. 

ტერფის დიაგნოსტიკა ტარდება – სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვის” კლინიკაში იტალიური ფირმა – Diasus-ს, ულტრასენსორული აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ბაროპომეტრული დიაგნოსტიკა და 3D სკანირება ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მნიშვნელოვან დეტალების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას იძლევა. სწორი დიაგნოზის დასმის შემდეგ კი კლინიკაში ინდივიდუალური ღაბაშების დამზადებაც არის შესაძლებელი. კვლევა, ძირითადად, ტარდება 3-4 წლიდან. კვლევის ჩატარებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვი იწონიდეს მინიმუმ 20-21 კილოგრამს. ტერფის დიაგნოსტიკაზე დეტალური ინფორმაციისთვის და პროცედურაზე ჩასაწერად შეგიძლიათ დარეკოთ: 032 2 18 25 38.

ბრტყელტრფიანობის მკურნალობა შესაძლოა კომპლექსური მეთოდით – ფიზიოთერაპიით, ბალნეოთერაპიით, მედიკამენტური თერაპიითა და სამკურნალო ფიზკულტურით. მკურნალობის პროცესში ზემოთ ჩამოთვლილ პროცედურებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია სუპინატორის (ღაბაშის) გამოყენება. ეს სამედიცინო პროდუქტი ტერფს ანატომიურად სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და ტკივილსა და დისკომფორტს მაქსიმალურად ამცირებს. სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში ორთოპედიული სუპინატორების ფართო არჩევანია წარმოდგენილი.

ასევე იხილეთ