leaderboard_below_slide
left_sabechdi

რამდენად ეფექტურია წელის ტკივილის დროს ორთოპედიული ქამრები?

წელის ტკივილის დროს მკურნალობის პროცესში ორთოპედიული ქამრების გამოყენება საკმაოდ ეფექტურია. ეს პროდუქტი ხერხემალს  სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და ამცირებს წელის ტკივილს. მათი ტარება რეკომენდირებულია:

  • ოსტეოართრიტის;
  • ოსტეოპოროზის;
  • სქოლიოზის;
  • ტრავმების;
  • კიფოზის;
  • ზურგის კუნთების დაჭიმულობის დროს და სხვ.

სამედიცინო კომპანია “ახალ ხედვაში” უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების – მორსასა/MorsaCyberg და ბაუერფეინდის/Bauerfeind წელის კორსეტები და ქამრებია წარმოდგენილი. იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროდუქციას იყენებენ როგორც ოპერაციის შემდგომ, ასევე მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით, აუცილებელია, მის ხარისხს ყურადღება მივაქციოთ. “ახალი ხედვის” ორთოპედიული ქამრები კი ამის გარანტიაა, რადგან სამედიცინო ჯგუფი ორთოპედიული პროდუქციის იმპორტს საერთაშორისო სამედიცინო ბაზარზე ლიდერი კომპანიებიდან წლებია აწარმოებს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: 

  • ხერხემლის კორსეტი – აფიქსირებს მთლიანი ხერხემლის სვეტს. აქვს მეტალის ჩანართები, რაც გაძლიერებულ ფიქსაციას უზრუნველყოფს ხერხემლის არეში. გამოიყენება მალების  მოტეხილობის, სქოლიოზის, კიფოზისა და ხერხემლის მრავლობითი თიაქრის დროს.
  • წელის სტანდარტული კორსეტი – ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს. დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, აქვს პლასტმასის ჩანართები და დამატებითი ღვედები. ხშირია მისი გამოყენება ყოველდღიურად, მძიმე სამუშაოს შესრულებისას.
  • წელის მატყლის კორსეტი – სითბური ეფექტი აქვს და ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას წელისა და მუცლის არეში. გამოიყენება რევმატული პრობლემების დროსაც.

ორთოპედიული ქამრების შეძენა შესაძლებელია სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვის” ფილიალებში: თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში. კომპანია “ახალი ხედვა” გთავაზობთ ონლაინ შესყიდვასაც. ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირდით და ონლაინ მეთოდით შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი.  შეკვეთილ ნივთს კი  ადგილზე უმოკლე დროში მიიღებთ.

ასევე იხილეთ