„ახალი ხედვის“ სუპინატორები ბავშვებისთვის

ბრტყელტერფიანობა მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა, ეს პრობლემა განსაკუთრებით მოზარდებში იჩენს  თავს, ამიტომ სკოლის ასაკიდან მშობლებმა აუცილებლად დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვის ზრდა-განვითარებას, რადგან ამ დაავადების მკურნალობა მოზარდობის პერიოდში უფრო ეფექტურია, ვიდრე ზრდასრულ ასაკში. ასაკის მატებასთან ერთად, ტერფის დეფორმაცია პროგრესირებას განიცდის, ვითარდება ორგანიზმის გადაღლა და ირღვევა ნაბიჯების თანმიმდევრობაც. ბრტყელტერფიანობის დროს ბავშვებს ისეთი ჩივილები აწუხებთ, როგორიცაა: 

  • ადვილად დაღლა; 
  • ფეხებში სიმძიმის შეგრძნება; 
  • წვივის კუნთების ტკივილი; 
  • წელის ტკივილი და სხვ.

ბრტყელტერფიანობა ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და მკურნალობის პროცესში აუცილებელია საბავშვო სუპინატორის გამოყენება, რადგან ის ფეხს სტაბილურობას უნარჩუნებს და ტერფის მდგომარეობასაც აუმჯობესებს, განსაკუთრებით ვარჯიშის ან მოძრაობის დროს. ბავშვებისთვის მზა სუპინატორების გარდა, შესაძლებელია ინდივიდუალური სუპინატორების დამზადებაც. ამ მიმართულებით ქართულ ბაზარზე წამყვანი სამედიცინო კომპანიაა „ახალი ხედვა“, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილების ისტორია აქვს. სამედიცინო ჯგუფი სხვადასხვა დანიშნულების მქონე ორთოპედიულ პროდუქტებთან ერთად, ტერფის დიაგნოსტიკის ცენტრში მომხმარებლებს  ტერფის სრულფასოვანი კვლევის სერვისს სთავაზობს. აქ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ, ინდივიდუალური ორთოპედიული სუპინატორები უმაღლესი ტექნოლოგიის მქონე იტალიური ფირმა Diasu-ს აპარატურით დაიმზადონ, რაც ტერფის  ბაროპოდომეტრული კვლევისა და პოდოსკანირების  საფუძველზე ხდება. ინდივიდუალური სუპინატორი მაქსიმალურად ზუსტად ერგება ყოველი პაციენტის სამედიცინო პრობლემას, ამიტომ მეტი ეფექტურობით ხასიათდება. თუ საბავშვო სუპინატორის მზა მოდელის შეძენა გსურთ, მაშინ შეგიძლიათ კომპანია „ახალი ხედვის“ ფილიალებს ესტუმროთ. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიები, თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში – გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარეობს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დარეკეთ: 0322 18 25 38

ასევე იხილეთ