leaderboard_below_slide
left_sabechdi

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სააგენტოს ინფორმაციით, 22 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგგან ძლიერი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

ასევე იხილეთ