18 ოქტომბერი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღეა

18 ოქტომბერი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღეა.

ამ თარიღთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლობით, ქობულეთში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შრომითი ექსპლუატაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულ შეხვედრას კერძო კომპანიაში დასაქმებული პირები ესწრებოდნენ.

პროკურორებმა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მიმართულებით არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვაზე ორიენტირებული მიდგომისა და მხარდაჭერის საკითხებს.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ დაიცვან თავი შრომითი ექსპლუატაციისგან, ვის მიმართონ ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევის დროს და რა სახელმწიფო სერვისებია ხელმისაწვდომი დაზარალებულთათვის.

შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი ბრძოლის მექანიზმები, შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების პრევენციის, შრომითი ტრეფიკინგის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხები.

შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ტრეფიკინგთან ბრძოლა, რომლისთვისაც უწყება აქტიურად მუშაობს.

ასევე იხილეთ