leaderboard_below_slide
left_sabechdi

გივი მიქანაძე: არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად იზრდება დეზინფორმაციული კამპანია ოპოზიციის, მათი მხარდამჭერი მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან

????????????????????????????????????

“არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად იზრდება დეზინფორმაციული კამპანია ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან”, –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა ბოლო დღეებში ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან აგორებულ სიცრუის ტირაჟირებაზე, თითქოს, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა ხდება. გივი მიქანაძის თქმით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს მმართველი გუნდის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

„დღეს ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ბოლო დღეებში აგორებულ სიცრუის ტირაჟირებაზე ვითომ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხდება ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა. ამგვარი სიცრუის კამპანია დამახასიათებელია რადიკალებისთვის და ამის არაერთი მცდელობა ჯერ კიდევ 2020 წლის არჩევნებზე ვნახეთ, რაც საბოლოო დადასტურდა რომ მხოლოდ სიცრუე და დეზინფორმაცია იყო.

ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიმდინარეობს ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე ცრუ ინფორმაციის გავრცელება მმართველი გუნდის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მიზნით”, – განაცხადა მიქანაძემ.

 

 

ასევე იხილეთ