leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიმიტრი ხუნდაძე: ღრმად მწამს, რომ ჩვენი არჩევანი მშვიდობის, სტაბილურობის, რწმენისა და ტრადიციების შენარჩუნების სასარგებლოდ იქნება – პარტია „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრას ქალაქ მცხეთაში მართავს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მოსახლეობას ქალაქ მცხეთაში შეხვდა. შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს.

ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. დელეგატმა მოისმინა აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე.

„მცხეთაში მიღებული გადაწყვეტილება განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს! ღრმად მწამს, რომ ჩვენი არჩევანი მშვიდობის, სტაბილურობის, რწმენისა და ტრადიციების შენარჩუნების სასარგებლოდ იქნება,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე იხილეთ