leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბერიკა შუკაკიძესა და მაია ჯიჯავას საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და იტალიურ-ქართული განათლების დაახლოებისთვის იტალიის ვარსკვლავის კავალერის ღირსების ორდენი მიენიჭათ 

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს ბერიკა შუკაკიძესა და ცენტრის იტალიური ენის ექსპერტს მაია ჯიჯავას იტალიის პრეზიდენტის სერჯო მატარელას მიერ, საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე იტალიური და ქართული განათლების დაახლოებისთვის მიენიჭათ იტალიის ვარსკვლავის კავალერის ღირსების ორდენი (Onorificenza di Cavaliere dell’Ordine della «Stella d’Italia»), რომელიც საზეიმო მიღებაზე იტალიის ელჩის რეზიდენციაში გადასცა მათ საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ. ინფორმაციას სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ განათლების სფეროში პირველად მოხდა ასეთი მაღალი რანგის ორდენის გადაცემა, რა  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და იტალიის საელჩოს ნაყოფიერი მუშაობის შედეგია.

ასევე იხილეთ