leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს საქმიანობისთვის საჭირო ხელსაწყოები და ინსტრუმენტები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა  მინისტრი დავით ფაცაცია სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა და საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ინსტრუმენტები გადასცა.

აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების საქმიანობის ხელშეწყობისა და მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელების მიზნით, სამინისტრო ინტენსიურად ახორციელებს შეხვედრებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან.

სწორედ მსგავს შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, „სოციალური სოლიდარობის“ პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილებისთვის შეძენილ იქნა სხვადასხვა სახის სამუშაოებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და ხელსაწყოები.

„აფხაზეთიდან დევნილთა წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია უშუალო კომუნიკაცია მოქალაქეებთან. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მათთან შეხვედრების შედეგად არაერთი პროექტი უკვე განვახორციელეთ და ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, – აცხადებს დავით ფაცაცია.

 

ასევე იხილეთ