ამირან სალუქვაძე: გუშინ ბევრმა მკითხა, – სად არის თემქის პარკიო?

ექსპერტ ამირან სალუქვაძის შეფასებით, თემქის პარკი კარგი შენაძენია დედაქალაქისთვის.

მისივე თქმით, გუშინ იმდენი ადამიანი დაინტერესდა ახალი პარკის მდებარეობით, რომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გუგლის რუკის კოორდინატები გამოაქვეყნა.

“მაგარი შენაძენია თბილისისთვის. გუშინ ბევრმა მკითხა, – სად არის თემქის პარკიო? ამიტომ დავდებ გუგლის რუკის კოორდინატებს”, – წერს ამირან სალუქვაძე.

https://maps.app.goo.gl/TnYdpFjB9QNpqC559

აღსანიშნავია, რომ თბილისის ნაძალადევის რაიონში, თემქის ხევის ტერიტორიაზე, ახალი საქალაქო პარკის გაშენდება 2018 წელს დაიწყო და მიმდინარე – 2024 წლის ბოლოს დასრულდა. 25 ჰექტარზე გაშენებული საქალაქო მნიშვნელობის პარკი 20 ოქტომბერს საზიმოდ გაიხსნა.

ასევე იხილეთ