leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამარ ჩიბურდანიძე: ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა ინტერვიუმ რეალური გახადა „ქართული ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება

„გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა მთავარი მესიჯი იმ ხალხისთვის, ვისაც არ მოსწონს ოპოზიცია და გარკვეული შენიშვნები აქვს ხელისუფლებასთან“, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიცია და მათი უცხოელი ლობისტები, კიდევ ერთხელ პირში ჩალაგამოვლებული დატოვა.

„გუშინდელი ექსკლუზიური ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან გადამწყვეტი არჩევნების წინ, ოპოზიციას იმ პროცენტებსაც დააკლებს, რაც ამდენი ტანჯვით ძლივს შეაკოწიწეს. ეს იყო გამანადგურებელი მათთვის და მათი პატრონებისთვის. ბუნებრივია, მათ არ მოეწონებოდათ ამდენი სიმართლე. 

ბიძინა ივანიშვილი ცნობილია თავისი ღიაობით და ავთენტურობით. ზოგი ამას მის ხარვეზად მიიჩნევს, პროფესიონალები კი ყველაზე დიდ

 პოზიტივად თვლიან. პირდაპირობა და ღიად საუბარი მხოლოდ ძლიერ პოლიტიკოსს შეუძლია, რომელსაც საკმარისი ბერკეტები აქვს სიტუაციის სამართავად. ხალხი კი მხოლოდ ძლიერ პოლიტიკოსს მიყვება. მლიქვნელ და სუსტ პოლიტიკოსებს ხალხი ხმას არ აძლევს.

გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა მთავარი მესიჯი იმ ხალხისთვის, ვისაც არ მოსწონს ოპოზიცია და გარკვეული შენიშვნები აქვს ხელისუფლებასთან. ასეთი ამომრჩეველი საკმაო

 პროცენტია და სწორედ ეს გადამწყვეტი რაოდენობა დაძრა გუშინ იმის გაჟღერებით, რომ ამ არჩევნების შემდეგ ხალხს მიეცემა სხვა ღირებული არჩევანის საშუალებაც.

ფაქტია, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა ინტერვიუმ რეალური გახადა საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. რაც შეეხება ოპოზიციას და მათ უცხოელ ლობისტებს, კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ, პირში ჩალაგამოვლებული დატოვა“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე

.

ასევე იხილეთ