leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოსახლეობა დღეს შეიკრიბება, რათა მსოფლიოს კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენთვის მშვიდობა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი

“ჩვენი მოსახლეობა დღეს შეიკრიბება, რათა მსოფლიოს კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენთვის მშვიდობა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

“ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იაზრებს იმას, რომ ამ მშვიდობის გარანტი ჩვენს ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“. მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა და ზეწოლისა, რაც ბოლო ორ წელიწად ნახევრის განმავლობაში გავიარეთ, ჩვენი მოსახლეობა დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენ მაინც მყარად ვიდგებით ორ ფეხზე და არ დავუშვებთ ქვეყანაში ვინმემ არეულობა შემოიტანოს.

ჩვენი თანამოქალაქეები შემოგვიერთდებიან, რადგან მათ იციან იმის გარანტი, რომ ჩვენს ქვეყანაში შენარჩუნდეს ტრადიციები, კულტურა, იდენტობა, არის მხოლოდ „ქართული ოცნება“ და მას ალტერნატივა არ აქვს”, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ხუთ საათში „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი შეხვედრა დაიწყება. მმართველი პარტია მხარდამჭერებს თავისუფლების მოედანზე ელოდება. ღონისძიება თავისუფლების მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ