leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარიამ ლაშხი: “ქართული ოცნების” შემაჯამებელი შეხვედრა არ არის მხოლოდ პარტიული შეკრება – ჩვენი შეკრებიდან გაიგონებთ საქართველოს ხმას

“ქართული ოცნების”  შემაჯამებელი შეხვედრა ეს არ არის მხოლოდ პარტიული შეკრება, ჩვენი შეკრებიდან გაიგონებთ საქართველოს ხმას”, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.

„ეს არ არის მხოლოდ პარტიული შეკრებაა, ეს არის საქართველოს ინტერესებისათვის, ქართველი ოჯახებისათვის დამცველი საზოგადოების შეკრება, რომელსაც კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა უთხრას ყველას, რომ საქართველოს ბედს წყვეტს საქართველო, ქართველი მოსახლეობა და არავინ სხვა. საქართველოს განვითარება გადის მშვიდობაზე“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ხუთ საათში „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი შეხვედრა დაიწყება. მმართველი პარტია მხარდამჭერებს თავისუფლების მოედანზე ელოდება. ღონისძიება თავისუფლების მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ