დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან გლდანში შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან ბესიკ კალაძესთან, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან კონსტანტინე ზარნაძესთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად, გლდანის რაიონში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ დევნილთა საჭიროებებს და მათი მოგვარების გზები დასახეს. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს ქვეყნის მდგრადობისთვის, სტაბილურობისთვის, განვითარებისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის საჭირო ქმედებები.

„აფხაზეთელებმა ყველაზე კარგად ვიცით, ომის და მშვიდობის ფასი, ისიც რომ ცხოვრებაში ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია, მთავარია ჩვენი ოჯახის წევრები, ახლობლები იყვნენ ცოცხლები, ჩვენ ყველაფერს ერთად, ერთიანობით მივაღწევთ.

დღეს ჩვენი დიდგორი ხმალი არ არის, კალამია მახვილიც და ძალაც, თუ ერთპირად ვიდგებით აუცილებლად გავიმარჯვებთ და მთელი მსოფლიო დარწმუნდება, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სამება – ენა, მამული, სარწმუნოება და მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის შენარჩუნებით შევძლებთ ღირსეულად სვლას ევროპისკენ!“ – განაცხადა დავით ფაცაციამ.

ასევე იხილეთ