ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის დონეცკის ოლქში, ქალაქ სელიდოვოში შევიდნენ.
ბრიტანული დაზვერვის ანგარიშის თანახმად, ბრძოლები ამჟამად, სავარაუდოდ, ქალაქის ცენტრში მიმდინარეობს.
გერმანული გამოცემა „ბილდის“ სამხედრო ანალიტიკოსმა, იულიან რიოპკემ ასევე განაცხადა, რომ რუსული ჯარები სელიდოვოში შევიდნენ.
ქალაქი სელიდოვო მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრის, ქალაქ პოკროვსკისთან ახლოს მდებარეობს. ქალაქებს შორის დაშორება 13 კილომეტრია და დაკავშირებულია E50-ის მაგისტრალით. მიმოხილვის თანახმად, ეს მარშრუტი მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რადგან, სელიდოვოს აღების შემთხვევაში, სავარაუდოდ, პოკროვსკში წინსვლისთვის იქნება გამოყენებული.