leaderboard_below_slide

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია თვეების განმავლობაში საზოგადოებას ტყუილში აცხოვრებდა და ატყუებდა, თითქოს არჩევნებს იგებდა, რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან

“ჯო ბაიდენი თავის განცხადებაში ოპოზიციასაც გულისხმობს, ის ოპოზიციის მხრიდან აჟიოტაჟის შემოტანასაც გამოეხმაურა, ცესკოს მხრიდან გაკეთებული განცხადება ამ ყველაფერს პასუხობს. ცესკოს მოწოდებაც არავისგან სჭირდება, მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერი ფორმით საგამოძიებო უწყებებთან და თავისი სიმართლე კიდევ ერთხელ დაამტკიცოს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, ხმის პარალელური დათვლის შედეგებიც თანხვედრაშია იმ შედეგებთან, რაც შედეგებმა გამოქვეყნდა.

“ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები არ დამთავრდება. ოპოზიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს ამ არჩევნებს ვინ აღიარებს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ აქვთ ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემა. პატარა ბავშვს შევადარებდი კანფეტი, რომ უნდა და არ აინტერესებს, რას ეუბნებიან, რადგან ის კანფეტი უნდა და მის გამო ისტერიკას აწყობს. ვიდრე ისინი ძალაუფლებას ხელში არ ჩაიგდებენ, მათთვის მიუღებელია ნებისმიერი შედეგი. მნიშვნელობა არ აქვს რამდენ მანდატს აიღებენ. არიან რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. თავიან ამომრჩეველთან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ამიტომ შედიან კიდევ უფრო მეტ ტყუილში. ისინი თვეების განმავლობაში საზოგადოებას ტყუილში აცხოვრებდნენ და ატყუებდნენ, თითქოს არჩევნებს იგებდნენ და „ქართულ ოცნებას“ 35%-იანი რეიტინგი ჰქონდა’, – განაცხადა მაჭავარიანმა.

 

ასევე იხილეთ