leaderboard_below_slide

ირაკლი გოგავა: ამ ვიგინდარებსა და უცხოეთის აგენტებს ყველაფერი ტყუილზე აქვთ აგებული!

პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებს გამოეხმაურა, რომელიც თითქოს საეჭვოს ხდის არჩევნებში მონაწილე მოქალაქეების რაოდენობას.

“სოციალურ ქსელში ვრცელდება სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ამომრჩეველთა რაოდენობას საეჭვოს ხდის. ერთი შეხედვით ლოგიკური ჩანს, თუმცა, ვინც ეს შეადგინა, მიზნად მანიპულაცია აქვს დასახული. მწერს ხალხი და მეკითხება, – რასთან გვაქვს საქმე?

2024 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში აქტიური რეგისტრაცია აქვს 4 562 181 საქართველოს მოქალაქეს. აქედან: 957 993 არასრულწლოვანია და 3 604 188 სრულწლოვანი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, რეგისტრირებულთაგან ამჟამად საქართველოში 3, 694,600 ადამიანი ცხოვრობს. საარჩევნო სიაში კი ცესკო-მ ყველა აქტიური რეგისტრაციის მქონე სრულწლოვანი უნდა შეიყვანოს, რადგან ხმის მიცემის კონსტიტუციურ უფლებას ვერ შეუზღუდავს მისამართზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, იმყოფება თუ არა ის საქართველოში. ამას ემატება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები.

დასკვნა: გავრცელებული “მონაცემები” არის მანიპულაცია!

ამ ვიგინდარებს და უცხოეთის აგენტებს ყველაფერი ტყუილზე და მანიპულაციებზე აქვთ აგებული”, – წერს ირაკლი გოგავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ასევე იხილეთ