leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: თუ ვინმეს მიტინგის ჩატარება უნდა, ეს მათი უფლებაა, მთავარია, ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ ოპოზიციას ქუჩაში გამოსვლა და მიტინგის ჩატარება უნდა, შეუძლია ეს გააკეთოს, რადგან ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა მთავარია, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდეს.

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებული შესაძლო ქუჩის პროტესტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

„ისინი ამით ცდილობენ, რომ როგორმე თავისი ამომრჩეველი შეინარჩუნონ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი პირდაპირ ატყუებდნენ ამომრჩეველს. თავიანთი გაუგებარი კვლევებით, ეგზიტპოლებით მოატყუეს, აზეიმეს და დღეს ეუბნებიან, უი, თურმე წაგვიგიაო. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც საერთოდ საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ, საერთოდ არ მისულან მოქალაქეებთან. ეს არის მოცემულობა. თუ ვინმეს გასვლა და მიტინგის ჩატარება უნდა, ეს მათი უფლებაა. დღეს ქვეყანაში გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება დაცულია, ისე როგორც არასდროს. თუ ვინმეს შეკრება უნდა, შეიკრიბოს, არავინ ზღუდავთ. მთავარია, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს. თუ რაიმე გადაცდომა იქნება, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ასევე იხილეთ