გურამ მაჭარაშვილი: გამოქვეყნებაზე სასტიკი წითელი აქვს ანთებული ISFED-ს, საზოგადოება იტყვის, „თუ თქვენი ორგანიზაცია ამბობს, რომ ცესკო-ს შედეგები არის სწორად დათვლილი, აბა რას გამოდიხართ და საუბრობთ, რომ არჩევნები გაყალბდა?“
“გამოქვეყნებაზე სასტიკი წითელი აქვს ანთებული ISFED-ს. საზოგადოება იტყვის, „თუ თქვენი ორგანიზაცია ამბობს, რომ ცესკო-ს შედეგები არის სწორად დათვლილი, აბა, რას გამოდიხართ და რას საუბრობთ, რომ არჩევნები გაყალბდა?”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
„ბულინგი მიმდინარეობს და ალბათ იმაზე უსაყვედურეს, რომ რამ ათქმევინა ის წინადადება ISFED-ს რომ, მისი დათვლები ემთხვევა ცესკო-ს დათვლებს და გამოქვეყნებაზე სასტიკი წითელი აქვს ანთებული ISFED-ს. რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოება იტყვის, „ეს ISFED ხომ თქვენი ორგანიზაციაა და თუ თქვენი ორგანიზაცია ამბობს, რომ ცესკო-ს შედეგები არის სწორად დათვლილი, აბა, რას გამოდიხართ და რას საუბრობთ, რომ არჩევნები გაყალბდა?“
ამიტომაც აქვს კარი დაკეტილი ISFED-ს და მის ხელმძღვანელობას, რომ სხვა გამოსავალი არ იყო, რაღაც უნდა ეთქვა და თქვა ის იმიტომ, რომ ელექტრონული არჩევნებია, გამორიცხულია, რომ აქ სხვანაირად დაეთვალა ან ISFED-ს და ან ცესკო-ს. შესაბამისად, იძულებული გახდა, ეს წინადადება ეთქვა, რომ სწორია ცესკო-ს დათვლები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ISFED-ში განაცხადეს, რომ მათ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს, თუმცა ორგანიზაცია თავისი შედეგების გამოქვეყნებაზე უარს აცხადებს.