თამარ ჩიბურდანიძე: წინასაარჩევნოდ ვფიქრობდი, რა ტყუილი შეიძლებოდა გამოეცხო ოპოზიციას ამ არჩევნებზე? ყველაფერზე ვიფიქრე, მაგრამ ამ ინოვაციურ ტყუილზე არ მიფიქრია
„არ სჭირდება ექსპერტობა იმ საკითხს, რომ იცოდე – საქსტატის მონაცემები სხვაა და რეესტრის სხვა. საქსტატს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები აქვს, ანუ, აღწერის დროს ადგილზე ფაქტობრივად მცხოვრები ხალხის. ხოლო არჩევნები ტარდება იურიდიულ მისამართებზე რეგისტრირებული სიით“, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, რომ დღეს ოპოზიციას უჭირს, რადგან ანგარიში აქვს ჩასაბარებელი პატრონებთან და ტყუილებს იგონებენ.
„წინასაარჩევნოდ ვფიქრობდი, რა ტყუილი შეიძლებოდა გამოეცხო ოპოზიციას ამ არჩევნებზე? ყველაფერზე ვიფიქრე, მაგრამ ამ ინოვაციურ ტყუილზე არ მიფიქრია. ოპოზიციას დღეს არ გაუგია ის, რომ არჩევნები ტარდება მხოლოდ იურიდიულ მისამართებზე რეგისტრირებული ამომრჩევლით. ეს რომ ასე იყოს, წინა არჩევნებზე ვინმე დაასწრებდა მათ ამაზე ყვირილს? მაგრამ ახლა ძალიან უჭირთ, ანგარიში აქვთ ჩასაბარებელი პატრონებთან და რაღაც ხომ უნდა მოიფიქრონ? ისეთი ტყუილი გამოაცხვეს, კარებამდეც რომ არ მიჰყვათ.
თავიდან ამ სისულელეს მათი ჟურნალისტები დიდი ამბით აზიარებდნენ, შემდეგ კი, როდესაც სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, გაჩერდნენ. არ სჭირდება ექსპერტობა იმ საკითხს, რომ იცოდე – საქსტატის მონაცემები სხვაა და რეესტრის სხვა. საქსტატს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები აქვს, ანუ, აღწერის დროს ადგილზე ფაქტობრივად მცხოვრები ხალხის. ხოლო არჩევნები ტარდება იურიდიულ მისამართებზე რეგისტრირებული სიით. ცესკო მხოლოდ რეესტრის მონაცემებით ატარებს არჩევნებს და არა საქსტატის. დავიჯერო, ეს არ იციან? იციან, მაგრამ ხალხს ატყუებენ. თუმცა, უკვე მგონი თავისიანებსაც ვეღარ აჯერებენ“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.