top_leaderboard

გიორგი მიქაუტაძე: გვეუბნებიან, რომ ვეტინგის სისტემა გამოცდილი მოდელია ევროპაში, თუმცა ძალიან ცუდი გამოცდილება აქვთ იმ ქვეყნებს, რომლებმაც ეს სისტემა გაიარეს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი მიქაუტაძემ „იმედის კვირასთან“ საქართველოში ვეტინგის სისტემის დანერგვის იდეის ავკარგიანობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, რადიკალებს სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვების მცდელობა ადრეც ჰქონდათ.

„სწორედ გავლენები როდესაც ვერ იყო მიღწეული უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების პროცესში და მათთვის სასურველი კადრების დანიშვნას ვერ მიაღწიეს, ამ ფორმით სასამართლო სისტემაზე გავლენის მოხდენასა და ჩარევას რომ ვერ მიაღწიეს, ამის შემდეგ დაიბადა ეს იდეა, რომელზეც გვეუბნებიან, რომ გამოცდილი მოდელია ევროპაში. თუმცა თუ გნებავთ, ამის გამოცდილებაზე ცალკე ვისაუბროთ – ძალიან ცუდი გამოცდილება აქვთ იმ ქვეყნებს, სადაც ვეტინგის სისტემა გაიარეს“, – აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.

ასევე იხილეთ