top_leaderboard
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: 2019 წლის შეცდომა კვლავ განმეორდა, ზოგიერთმა უცხოელმა აქტორმა ძალადობრივი აქციები „მშვიდობიანად“ მონათლა, პოლიციის ლეგიტიმური ქმედება კი დაგმო

„ევროპული სასამართლოსგან განსხვავებით, 19 აპრილის შეთანხმების უცხოელი პოლიტიკური შუამავლები არა დანაშაულებრივ ძალადობაზე, არამედ „აღქმული პოლიტიზებული მართლმსაჯულების შემთხვევებზე“ საუბრობდნენ, რითაც „აღქმები“ პოლიტიკური დისკუსიის საფუძვლად აქციეს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გასულ კვირას კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს საქართველოს პარლამენტს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სამწუხაროდ, 2019 წლის შეცდომა კვლავ განმეორდა, ზოგიერთმა უცხოელმა აქტორმა წინდაუხედავად ძალადობრივი აქციები კვლავ „მშვიდობიანად“ მონათლა, პოლიციის ლეგიტიმური ქმედება, ძალის მინიმალური გამოყენებით კი – დაგმო.

„19 აპრილის შეთანხმების ქვემოთ მოყვანილი პუნქტი, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობით შეიქმნა, გათავისუფლებაში დაეხმარა ორ კრიმინალს და ამნისტირება გაუკეთა „დამრღვევებსა და სასჯელმისჯილებს 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტიდან“. ეს მუხლი „ქართულ ოცნებას“ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა მოახვიეს თავს „საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე“.

თუმცა, მოგვიანებით, ამნისტირებულმა დამნაშავეებმა ყველაფერი იღონეს, რაც კი შეეძლოთ, რომ ქართული ოპოზიციის რადიკალიზება მოეხდინათ და ამით უფრო დაემძიმებინათ პოლიტიკური პოლარიზაცია. ამ გათავისუფლებულთაგან ერთ-ერთი ნიკა მელია იყო, ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი თავმჯდომარე, რომლის თავდების თანხა „ევროპის დემოკრატიის ფონდმა“ (EED) გადაიხადა. ეს ის ფონდია, რომელიც უარს აცხადებს მისი ფინანსების სრულად გასაჯაროებაზე და რომლის მიერ დაფინანსებული ენჯეოები და პარტიები, ამ დღეებში, ყველაზე რადიკალური ქცევით გამოირჩევიან.

ამ ამნისტიამ კიდევ უფრო წააქეზა პოლიტიკური ძალადობა, რადგან იმედი ჩაუსახა დამნაშავეებს, რომ შეძლებდნენ დანაშაულისთვის განკუთვნილი სასჯელისგან თავის არიდებას, თუკი მათ მხარეს უცხოელები ჩაერეოდნენ.

გუშინ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, არაორაზროვნად დაადასტურა, რომ 2019 წლის 20 ივნისს მოხდა ძალადობრივი შტურმი და საქართველოს პარლამენტში ძალადობრივი შეჭრის მცდელობა. ევროპულმა სასამართლომ ასევე ცხადად დაადგინა, რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის მიერ ძალის, მათ შორის სპეცსაშუალებების გამოყენება ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ.

თუმცა, ევროპული სასამართლოსგან განსხვავებით, 19 აპრილის შეთანხმების უცხოელი პოლიტიკური შუამავლები არა დანაშაულებრივ ძალადობაზე, არამედ „აღქმული პოლიტიზებული მართლმსაჯულების შემთხვევებზე“ საუბრობდნენ, რითაც „აღქმები“ პოლიტიკური დისკუსიის საფუძვლად აქციეს.

გასულ კვირას კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს საქართველოს პარლამენტს. სამწუხაროდ, 2019 წლის შეცდომა კვლავ განმეორდა, ზოგიერთმა უცხოელმა აქტორმა წინდაუხედავად ძალადობრივი აქციები კვლავ „მშვიდობიანად“ მონათლა, პოლიციის ლეგიტიმური ქმედება, ძალის მინიმალური გამოყენებით კი – დაგმო.

ამგვარი ზედაპირული და მიკერძოებული დამოკიდებულება პოლიტიკური მოვლენების მიმართ მხოლოდ და მხოლოდ აქეზებს პოლიტიკურ ძალადობას და აზიანებს დემოკრატიულ პროცესს საქართველოში. თან ეს იმ ფონზე, რომ ყოველ ჯერზე მცდარი დასკვნების გამოტანის მიუხედავად, ეს აქტორები, პასუხისმგებლობის აღებაზე არც კი ფიქრობენ.

ქვემოთ მოყვანილია ციტატები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან:

„21. საღამოს 11 საათსა და 22 წუთზე მრავალი პირი დემონსტრაციის წინა რიგებიდან ხელახლა შეუდგა ერთობლივ მცდელობას, ძალით გაერღვია პოლიციის კორდონი.

22.სხვადასხვა შეფასებით, 300-დან 1000 ინდივიდამდე ცდილობდა ძალადობრივად გაერღვია პოლიციის კორდონი და იქცეოდა აგრესიულად.

23.შეტაკება წინა რიგების დემონსტრანტებსა და პოლიციის ოფიცრებს შორის, რომლებმაც კორდონი მოაწყეს პარლამენტის შენობის კიბესთან გრძელდებოდა საღამოს 11.55 საათამდე და მოიცავდა ინციდენტებს, როგორიცაა პოლიციის აღჭურვილობის გატაცება, სხვადასხვა ნივთის (წყლის ბოთლების, მაგრამ, ასევე, ქვების) სროლა პოლიციის წინააღმდეგ, ხოლო ცალკეული ოფიცრები გამოყოფილნი და გაყვანილნი იყვნენ კორდონისაგან მოშორებით. ზოგიერთ ოფიცერთან, როგორც ჩანს, ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე იხილეთ