leaderboard_below_slide

რატი იონათამიშვილი: ანტიქართული ოპოზიცია პარლამენტში თუ არ შემოვა, შეიძლება, უკეთესიც იყოს, პრინციპები და ფასეულობები არ გააჩნიათ, პოლიტიკაში გადამგდები ადამიანების ადგილი არ არის

“ანტიდემოკრატიული და ანტიქართული ოპოზიცია პარლამენტში თუ არ შემოვა, შეიძლება, უკეთესიც იყოს, რადგან ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს, რომ ქვეყანაში აგენტურული ოპოზიცია აღარ არსებობდეს და მათი პოლიტიკური დასასრული იქნება. შეუძლებელია, ჩვენ ამის რაიმე საწინააღმდეგო გვქონდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს “პირველ არხს” განუცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ამ აგენტურას რაიმე კრიზისის გამოწვევის არანაირი რესურსი არ აქვს.

„რადიკალურ ოპოზიციას პრინციპები და ფასეულობები არ გააჩნია. ისინი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებით გამოირჩევიან. ინდივიდუალურად ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, საინტერესო არ არის. საზოგადოება ხედავს, რომ რადიკალური ოპოზიცია საკუთარი ამომრჩევლის გადაგდებით არის ცნობილი. მათ ამომრჩეველი ოთხი წლის წინაც გადააგდეს, როცა პარლამენტში არ შემოდიოდნენ და შემდეგ პრივილეგიებით ისარგებლეს. პოლიტიკაში გადამგდები ადამიანების ადგილი არ არის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ