leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: ოპოზიციამ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენა საკუთარი თავი, ვიდრე არჩევნებამდე იყო, ვინაიდან ისევ ამ დეზინფორმაციის და ტყუილით სცადა ფონს გასვლა და კიდევ უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდა უკან

“ოპოზიციამ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენა საკუთარი თავი, ვიდრე არჩევნებამდე იყო, ვინაიდან ისევ ამ დეზინფორმაციის და ტყუილით სცადა ფონს გასვლა და კიდევ უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდა უკან”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

„ისინი ემზადებოდნენ არა არჩევნების დღისთვის, არამედ მეორე დღისთვის და მეორე დღესაც ისეთივე მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ, როგორც მანამდე იყვნენ. როგორც ჩანს რაც დრო გავა ოპოზიცია კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იქნება, რაც სასარგებლოც იქნება დემოკრატიული პროცესებისთვის ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენ ბოლომდე მივყვებით ამ პროცესებს, ვინაიდან არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაექცეს, მითუმეტეს მატყუარა ადამიანებს, ვინც კადრულობს, რომ საკუთარი ამომრჩეველიც კი გადააგდოს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ