გია გაჩეჩილაძე: საქართველოს ისტორია დახუნძლულია გმირობების მაგალითებით. რომელმა ბულინგმა და რომელმა სიებმა უნდა შეგაშინოს, შენ თუ მართალი ხარ
„საქართველოს ისტორია დახუნძლულია გმირობების მაგალითებით. რომელმა ბულინგმა და რომელმა სიებმა უნდა შეგაშინოს, შენ თუ მართალი ხარ, ბეჭებში გამართული ხარ და იცი, რომ რა შედეგიც დადგა, ეს შედეგი არის ათას პროცენტიანი”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გია გაჩეჩილაძემ.
„რა ბულინგმა უნდა შეაშინოს ცოტნე დადიანის ქვეყანაში ადამიანი, თუ ის, რა თქმა უნდა, იმ პრინციპებს ატარებს, რა პრინციპებიც საერთოდ ადამიანებმა დაკარგეს დღევანდელ მსოფლიოში. ძალიან ბევრმა, მაგრამ საქართველოში ეს არ დაკარგულა და გამოჩნდა, რომ ეს არ დაკარგულა, იმიტომ, რომ ღირსება და მორალი სხვანაირად იმუშავებდა. საერთოდ არ იმუშავებდა ამ არჩევნებზე და დადგებოდა ის შედეგი ზუსტად, რა შედეგსაც ისინი ელოდებოდნენ. თქვენ ხომ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენი ამომრჩევლები მიდიან, გადიან ქალაქიდან, ხმა რომ მისცენ და თურმე „ოცნების“ ამომრჩეველი ყოფილა. რატომ ეგონათ ვერ გავიგე.
თბილისში არ ვცხოვრობ, საგურამოში ვცხოვრობ და რომ ვუყურებდი ამხელა მდინარე რომ მიდიოდა, პირდაპირ იქვე ვიფიქრე, რომ თქვენ გენაცვალეთ, რამხელა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გაქვთ, რომ ადექით და ამხელა რაოდენობის ხალხი თბილისიდან მიდიხართ იმიტომ, რომ საქართველოში მშვიდობამ დაისადგუროს ერთხელ და სამუდამოდ. ეს პასუხისმგებლობა და ეს მოქალაქეობრივი ვალი აბსოლუტურად ყველა მათგანმა ძალიან მაგრად მოიხადა“, – აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.