leaderboard_below_slide
left_sabechdi

დმიტრო კულება: რუსეთის უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპზე დასავლელი პარტნიორები ზელენსკის ვიდეოანდერძის ჩაწერას სთავაზობდნენ

რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე დასავლეთში ფიქრობდნენ, რომ უკრაინის ახლანდელი მთავრობა ვერ შეძლებდა ქვეყნის ტერიტორიის შენარჩუნებას და საჭირო იქნებოდა სამთავრობო განახლება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „1+1“ არხთან განაცხადა.

კულებას თქმით, ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე თქვა, რომ ახლანდელი მთავრობა შეძლებდა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის მცირე ნაწილის შენარჩუნებას, ისიც ოპტიმისტური სცენარით.

მისივე ინფორმაციით, ეს იყო არა მხოლოდ ამერიკის, არამედ ყველა პარტნიორის კონსოლიდირებული პოზიცია.

„ვარშავაში როცა ვიყავი, კიდევ ერთმა ადამიანმა დამირეკა და მითხრა: ნუ წახვალ უკრაინაში, იქ მოგკლავენ, უკრაინას სჭირდება შენი ხმა ბრძოლის გასაგრძელებლად, მთელ მსოფლიოში იმოგზაურებ და ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებ. მე როდესაც ვუთხარი, რომ სახლში დავბრუნდებოდი, დასავლელი პოლიტიკოსებიდან ერთ-ერთმა შემომთავაზა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყოველი შემთხვევისთვის ვიდეოანდერძი ჩაეწერა“, – განაცხადა კულებამ.

ასევე იხილეთ