leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი არაბიძე ულსანში სამხრეთ კორეის ჩემპიონი გახდა

ულსანი ჩემპიონი მეხუთედ გახდა, გიორგი არაბიძისთვის ეს აზიაში პირველი ტიტულია.

გიორგი არაბიძე ულსანის შემადგენლობაში სამხრეთ კორეის ჩემპიონი გახდა.

K ლიგის 36-ე ტურში ულსანმა საკუთარ მოედანზე განგვონი 2:1 დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა. დღევანდელ მატჩში ქართველ შემტევს არ უთამაშია, სათადარიგო სკამზე დარჩა.

ულსანს 36 ტურში 68 აქვს, უახლოეს მდევარს, სწორედ განგვონს – 61, შესაბამისად, სხვაობა 7 ქულაა, რომელიც ორ ტურში აღმოუფხვრელია. ულსანი მეხუთედ გახდა სამხრეთ კორეის ჩემპიონი, ხოლო არაბიძისთვის ეს სამხრეთ კორეაში პირველი ტიტულია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძე ულსანს ზაფხულში ქუთაისის ტორპედოდან შეუერთდა. მან სამხრეთკორეულ კლუბში ყველა ტურნირზე 10 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა (ორივე პოანგის წინააღმდეგ 31 აგვისტოს).

ასევე იხილეთ