leaderboard_below_slide
left_sabechdi

უეფა ქართველ ქალ არბიტრებს ნდობას უცხადებს

უეფა ქართველ ქალ არბიტრებს უფრო ხშირად ენდობა. ამჯერად მზევინარ შარაშანიძემ და სოფო წულაიამ 17-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იმუშავეს.

შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის B5 ჯგუფის მატჩებზე აზერბაიჯანი – ლუქსემბურგის შეხვედრის მთავარი მსაჯი მზევინარ შარაშანიძე იყო, ხოლო სოფო წულაია – ასისტენტი.

უეფა-მ ქართველი ქალი არბიტრები საერთაშორისო მატჩებზე პირველად არ მიავლინა. მათ ნდობა ივნისშიც გამოუცხადა, ყაზახეთისა და სომხეთის ნაკრებებს შორის ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაზე მიავლინა.

მაშინ შარაშანიძის ასისტენტი წულაიასთან ერთად, ელენე ელოშვილიც იყო, ხოლო მეოთხე არბიტრი – თეონა სტურუა. მანამდე, 30 ოქტომბერს მზევინარ შარაშანიძემ სერბეთი – აზერბაიჯანის თამაშზე მეოთხე მსაჯად იმუშავა.

ასევე იხილეთ