„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ახალმა“ კანონის დარღვევით დაწერეს განცხადებები პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სინამდვილეში ყველამ იცის, რომ მოუწევთ პარლამენტში შესვლა.
„მე მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ახალმა“ კანონის დარღვევით დაწერეს განცხადებები არშესვლასთან დაკავშირებით და ეს გააკეთეს ერთი მარტივი მიზეზით, იმისთვის, რომ შემდეგ აღარ მოუწიოთ განცხადების დაწერა. ეს განცხადებები არ არის კანონიერი, ლეგიტიმური. სინამდვილეში ყველამ იცის, რომ მათ მოუწევთ პარლამენტში შემოსვლა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.