leaderboard_below_slide
left_sabechdi

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის მხარდაჭერაში ჩვენთვის „წითელი ხაზები“ არ არსებობს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ პარიზისთვის კიევის მხარდაჭერაში „წითელი ხაზები“ არ არსებობს, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების საკითხშიც.

ამის შესახებ ბარომ „ბიბისი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინას შეუძლია გამოიყენოს ფრანგული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ თავდაცვითი მიზნებისთვის.

ამასთან, როგორც ჟან-ნოელ ბარომ განმარტა, დასავლელმა პარტნიორებმა არ უნდა დააწესონ რაიმე შეზღუდვები უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, საჭიროების შემთხვევაში საფრანგეთმა ომში საკუთარი ჯარები ჩართოს, ბარომ თქვა, რომ პარიზი „არცერთ სცენარს არ გამორიცხავს“.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

„რატომ? იმიტომ, რომ საფრთხის ქვეშ ჩვენი უსაფრთხოებაა“, – განაცხადა ბარომ.

ასევე იხილეთ