leaderboard_below_slide
left_sabechdi

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 13 კანდიდატი მონაწილეობს და ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ვერცერთ მათგანი ვერ მოაგროვებს პირველ ტურში გასამარჯვებლად საჭირო ხმების რაოდენობას.

პირველი ტურის ფავორიტია რუმინეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, სოციალ-დემოკრატი მარჩელ ჩოლაკუა (25%). მისი მთავარი მეტოქეა ულტრამემარჯვენე „რუმინელთა ერთიანობის კავშირის“ ლიდერი ჯორჯე სიმიონი.

პირველ დეკემბერს რუმინეთში ასევე გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, ხოლო 8 დეკემბერს, საჭიროების შემთხვევაში – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.

ასევე იხილეთ