leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა იქნება დაბალანსებული და რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის ხელშეწყობის პრინციპებს დაეფუძნება

“მომდევნო წლებში, საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა იქნება დაბალანსებული და დაემყარება ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, სუვერენიტეტის, კეთილმეზობლობის, უსაფრთხოების განმტკიცების, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პრინციპებს”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო ხელს შეუწყობს მეზობელ ქვეყნებს შორის დიალოგსა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რაც მთელი რეგიონის ინტერესში შედის.

„მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცება არის ჩვენი რეგიონის უნიკალური პოტენციალის სრულად ათვისების საუკეთესო შესაძლებლობა“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა.

მისი თქმით, თურქეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან გაგრძელდება საქართველოს მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის პროექტების განსახორციელებლად. ამასთან, ბოჭორიშვილის განცხადებით, სამმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის დარჩება მნიშვნელოვან რეგიონულ ფორმატად.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, სომხეთის რესპუბლიკასთან ახალ ნიშნულზე გადასული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ასევე გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა.

„მზად ვართ რეგიონის სამივე ქვეყანასთან შევინარჩუნოთ უმაღლეს და მაღალ დონეზე პოლიტიკური დიალოგის უპრეცედენტოდ მაღალი დინამიკა, რაც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

ასევე იხილეთ