აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
„შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, მაგრამ მჯერა, რომ დასკვნით ეტაპზე ვართ. ყურადღებით ვადევნებთ თვალს და იმედი მაქვს და მჯერა, რომ შეთანხმება შედგება“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
მისი თქმით, შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა ექნება ლიბანსა და ისრაელში სიცოცხლისა და საარსებო წყაროს გადარჩენისთვის.