NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ NATO-მ უკრაინაში მიმდინარე ომის ტრაექტორია უნდა შეცვალოს.
„უკრაინისადმი ჩვენმა მხარდაჭერამ მათ საშუალება მისცა, გაეგრძელებინათ ბრძოლა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო წინ წასვლა კონფლიქტის ტრაექტორიის შესაცვლელად“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
რუტეს თქმით, აუცილებელია უკრაინის საჰაერო თავდაცვით უზრუნველყოფა და ვაშინგტონში NATO-ს სამიტზე აღებული ვალდებულებების შესრულება.