leaderboard_below_slide
left_sabechdi

NBC News: ტრამპის მომავალი კაბინეტის რამდენიმე წევრის მიმართ მუქარის შემცველი შეტყობინებები გავრცელდა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი კაბინეტის რამდენიმე წევრის მიმართ მუქარის შემცველი შეტყობინებები გავრცელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News ტრამპის გუნდზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სატელეფონო ზარები მიიღეს ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში რამდენიმე თანამდებობის პირის სახლებში ბომბის არსებობის შესახებ.

გამოძიების ფედერალურ ბიუროში (FBI) განაცხადეს, რომ „უწყება ინფორმირებულია მუქარის შემცველი შეტყობინებების შესახებ, რომლის სამიზნე მომავალ ადმინისტრაციაში თანამდებობებზე წამოყენებული და უკვე დანიშნული პირები არიან“.

„ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ყველა პოტენციურ საფრთხეს და, როგორც ყოველთვის, მოვუწოდებთ საზოგადოების წევრებს, დაუყოვნებლივ შეგვატყობინონ ყველაფერი, რაც მათ საეჭვოდ მიაჩნიათ“, – აღნიშნეს გამოძიების ფედერალურ ბიუროში.

ასევე იხილეთ