არჩილ გორდულაძე: ინაუგურაცია ჩატარდება პარლამენტის სასახლეში, რომელსაც დაესწრებიან, მათ შორის, კოლეგიის წევრები, მოწვეული სტუმრები, იქნება ეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები თუ კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაცია პარლამენტის სასახლეში ჩატარდება.
„ინაუგურაციას დაესწრებიან, მათ შორის, კოლეგიის წევრები, მოწვეული სტუმრები, იქნება ეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები თუ კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები. შესაბამის ცერემონიალს დაესწრებიან მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები“, – განმარტა არჩილ გორდულაძემ “ქრონიკასთან” საუბრისას.
ორ დღეში პარლამენტში საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.