გიორგი ვოლსკი “იმედზე” მიმდინარე შეტევაზე: ეს არის არათუ ბოლშევიზმი, არამედ რაღაც ბოროტების ახალი გამოვლინება
“ეს არის არათუ ბოლშევიზმი, არამედ რაღაც ბოროტების ახალი გამოვლინება”, – განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ „იმედზე“ მიმდინარე შეტევასთან დაკავშირებით.
„მედიასაშუალებები, რომლებიც პირდაპირ მსახურებად გადაიქცნენ ამ პოლიტიკური ძალების, არათუ მსახურები, უკვე ლიდერებიც არიან. როგორც ლიდერები, ასე ჩამოყალიბდნენ პოლიტიკური პროცესისა. არანაირ საშუალებას არ აძლევენ თავის მაყურებელს და მსმენელს, მოისმინონ ალტერნატიული აზრი.
რაც შეეხება დანარჩენ ტელევიზიებს, მათ შორის, „იმედს“, ეს არის ის საინფორმაციო სივრცე, სადაც მოსახლეობა იგებს, როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლებს (აზრს). აწყობთ ის ტელევიზია, ის საინფორმაციო სივრცე, რომელიც მთლიანად ჰქონდათ ამოდებული, როდესაც სააკაშვილი მართავდა ქვეყანას. ეს არის არათუ ბოლშევიზმი, არამედ რაღაც ბოროტების ახალი გამოვლინება“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
“იმედი“ უნდა გაითიშოს” – წერენ სოციალურ ქსელებში „ნაცმოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები.