leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლალი მოროშკინა: სალომე ზურაბიშვილი არის კონფორმისტი, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიგდებს თავს

პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა მეხუთე პრეზიდენტის – სალომე ზურაბიშვილის შესახებ აცხადებს, რომ ის არის კონფორმისტი ადამიანი და 29 დეკემბერს, როდესაც მას საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება, ის უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიგდებს თავს. მას ელოდება უხვი პენსია.

“პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიოდ განმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილის ორბელიანების სასახლეში დარჩენა 29 დეკემბრის შემდეგ იქნება კანონდარღვევა და სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში შეჭრა, რომ ჯგუფური ძალადობის მუხლით გასამართლდებიან ისინი, ვინც ამ კანონდარღვევაზე წავა. სააკაშვილსაც არ ეგონა, რომ გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა.

სალომე ზურაბიშვილი ძალიან კონფორმისტია. მას ძალიან ახლოს ვიცნობ. ეს ქალბატონი გზადაგზა იცვლის შეხედულებებს. კარგად ერგება სიტუაციას, ის თავს არ ჩაიგდებს უხერხულ მდგომარეობაში. მას ელოდება უხვი პენსია. შეიძლება თავისი საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, რაც დავალებული ჰქონდა, მაგრამ მაინც სიცოცხლე ურჩევნია.

მთავარი სამიზნე ოპოზიციისთვის დღეს თავად სალომეა, იმიტომ, რომ მისი ლიკვიდაცია ოპოზიციას თავში აქვს. აშკარად კბენენ უკვე, შეურაცხყოფას აყენებენ. ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი. სალომეს უკვე აშანტაჟებენ. უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ის არის მსხვერპლი. სალომე ოპოზიციას აღარ სჭირდება. მან ვერ შეასრულა მთავარი, – ციხიდან ვერ გამოუშვა სააკაშვილი. პირიქით, მან თავისი არათანმიმდევრული საუბრით დაქსაქსა ოპოზიცია. ძალადობრივ აქციებში ბავშვების ჩართვის მოწოდება იყო სალომე ზურაბიშვილის ფიასკო, რამაც დაშალა ოპოზიციის აქციები”, – განაცხადა ლალი მოროშკინამ ჟურნალისტთა ფედერაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ასევე იხილეთ